ა.წ. 12 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არქიმანდრიტი სისო (ბერიძე) მიიღო.
მამა სისო (ბერიძე) არის ძმა დიაკონ სევერიანე ბერიძისა, რომელიც წმინდა სინოდის მიერ 2018 წლის 21 ივნისს წმინდანად შეირაცხა და ეწოდა წმიდა დიაკონი სევერიანე, – აჭარელი აღმსარებელი (ხსენების დღე 9(22) აგვისტო).