03 Ιουνίου, 2019

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე

Διαδώστε:

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – წმ. ნინოს შემოსვლის 1700 წელს. დღეს ხარობს ცა და ქვეყანა. დღეს ჩვენ თაყვანსა ვცემთ წმინდა ნინოს, რომელმაც იტვირთა მოქცევაჲ ქართლისა. დიდება უფალს და მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისათვის. ეს ყველაფერი ღვთის ნებით მოხდა და ღვთისმშობლის შუამდგომლობით.

ზეიმობს მთელი საქართველო. დღეს დიდი საზეიმო წირვა-ლოცვა არის ფოკაში და მთელს საქართველოში. ბოდბეში, თქვენ იცით, აშენდა წმ. ნინოს სახელობის ტაძარი. 1700 წელი დასჭირდა იმას, რომ აშენებულიყო ეს ტაძარი. წმ. ნინომ, თქვენ იცით, ააშენა წმ.გიორგის ტაძარი. თანამედროვე საქართველომ ააშენა წმ. ნინოს ტაძარი.

წმ. ნინო შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ 2 მღვდელს.

დეკანოზი თეიმურაზ მჟავანაძე დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი ნიკოლოზ თურმანიძე დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრით. აქსიოს!

დალოცვილი იყავით და გაიხარეთ თქვენ და სრულიად საქართველომ.

ჩვენთან არს ღმერთი!

 

 

 

patriarchate.ge

Διαδώστε: