12 Μαρτίου, 2020

ტაძრებს საშუალება ექნებათ საპატრიარქოდან ნებისმიერი რაოდენობის სადეზინფექციო ხსნარი წაიღონ

Διαδώστε:

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ “ფეიბუკის” პირად გევრდზე განათავსა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ხვალიდან შპს “საქართველოს საინჟინრო აკადემია, სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი” ეკოლოგიურად სუფთა სადეზინფექციო ხსნარს მიაწვდის საპატრიარქოს, საიდანაც ნებისმიერ ტაძარს საშუალება ექნება მისთვის საჭირო რაოდენობა გაიტანოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია ხსნარის გამოყენების შესახებ.

მანამდე, დეკანოზმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სადეზინფექციო ხსნარების კონკრეტული იმპორტიორი კომპანია მზად არის საპატრიარქოს ყველა საჭირო ნივთიერება დღესვე მიაწოდოს.

dogma.ge

Διαδώστε: