18 Απριλίου, 2019

ტყის კოდექსის განხილვა საქართველოს საპატრიარქოში

Διαδώστε:

ა.წ. 17 აპრილს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ბ-ნ იური ნოზაძეს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსს, ბ-ნ კარლო ამირგულაშვილს, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილეს, ქ-ნ ნათია იორდანიშვილს და მათ თანმხლებ პირებს შეხვდა.

საუბარი შეეხო ტყის კოდექსის ახალ ვერსიას, რომლის შემუშავებაც რამდენიმე წელია მიმდინარეობს. როგორც ბ-ნმა კარლომ აღნიშნა, კოდექსზე მუშაობის პროცესში სხვადასხვა სტრუქტურებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან არაერთი შეხვედრა ჩატარდა და დღევანდელი შეხვედრაც ამ ფორმატის გაგრძელებაა.

ითქვა ისიც, რომ კანონპროექტი პრაქტიკულად დასრულებულია და იგი პარლამენტშია გადაგზავნილი.

 

patriarchate.ge

Διαδώστε: