15 Νοεμβρίου, 2020

უნეტარესი ეპიფანე: “სამწუხარო ამბავი მოგვივიდა დღეს საბერძნეთიდან”

Διαδώστε:

უნეტარესი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე გამოემხმაურა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრის, ლანგადისა და ლიტის და რენდინის მიტროპოლიტის იოანეს გარდაცვალებას, რომელიც კორონავირუსულ ინფექციას ემსხვერპლა.

უნეტარესმა მიტროპოლიტმა ეპიფანემ “ტვიტერის” თავის გვერდზე დაწერა: “დღეს საბერძნეთიდან სამწუხარო ამბავი მოვიდა. დასრულდა ლანგადის მიტროპოლიტის იოანეს მიწიერი სიცოცხლე. ამ იერარქს ძალიან უყვარდა უკრაინა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. ის ბევრს მუშაობდა ჩვენი ურთიერთობის განმტკიცებისათვის. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი!”

აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტი იოანე იყო საბერძნეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, რომელმაც უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებთან იმსახურა წირვაზე, მანამ, სანამ საბერძნეთის ეკლესია აღიარებდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.

 

 

wenews.ge

Διαδώστε: