21 Δεκεμβρίου, 2020

უნეტარესი სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი საბა მკაცრ კარანტინშია

Διαδώστε:

პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის უნეტარესმა მიტროპოლიტმა საბამ, უკანასკნელად, საღვთო ლიტურგია აღასრულა ორ თვეზე მეტი ხნის წინ, 2020 წლის 18 ოქტომბერს.

აღნიშნული თარიღის შემდეგ კი ვარშავის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას მორიგეობით აღასრულებენ პოლონეთის ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელმთავრები.

მისი უნეტარესობა მკაცრ კარანტინში იმყოფება. იგი 82 წლისაა და რამდენიმე დაავადებით არის დაავადებული.

უნეტარესი ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი საბა 1998 წლის 12 მაისს აირჩიეს პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად. ინტრონიზაცია გაიმართა იმავე წლის 31 მაისს ვარშავის წმიდა მარიამ მაგდალენელის სახელობის საკათედრო ტაძარში.

უფალმა დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მიმადლოს უნეტარეს მიტროპოლიტ საბას.

wenewsge

Διαδώστε: