09 Μαρτίου, 2020

ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა ანათემის წესი შეასრულა

Διαδώστε:

მარტი 8, 2020

ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა მეუფე იობმა დღეს, ანათემის წესი შეასრულა.

„თქვენ იცით, რომ პირველი შეჩვენება და წყევლა პავლე მოციქულმა წარმოთქვა, რომელმაც ბრძანა, ვინც სახარებაში დაწერილს შემატებს, ან გამოაკლებს, წყეული იყოს. ეს არ არის ჩვენი მოგონილი. მხოლოდ დღევანდელ დღეს – მართლმადიდებლობის ზეიმზე ხდება შეჩვენება ყველა არამართლმადიდებლის, ყველა ერეტიოკოსის, ქვეყნისა და ეკლესიის მოღალატის, ვინც შეგნებულად ღალატობს ქვეყანას, დედა ეკლესიას, ყველა არის წყეული და შეჩვენებული. რა თქმა უნდა, ყველას, ვიდრე ცოცხალია, ეძლევა საშუალება მოინანიოს და ეს წყევლა და შეჩვენება აღკვეთილი იქნება და შეენდობა ყველა მათგანს. მთავარია სინანული და ეკლესიაში დაბრუნება. ამდენად, დღეს შევასრულეთ ის ძველი ტრადიცია, რომელიც ერკლესიაში არსებობს და ვეღარ იქადაგებენ მწვალებლები და ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ვეღარ გაავრცელებენ იმ ცრუ სარწმუნოებას, რომელიც ასე მოგვეძალა ბოლო პერიოდში არა მარტო ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს – მწვალებლები, რომლებიც დაძრწიან ეშმაკის ხელშეწყობით“ – აღნიშნა ქადაგებისას მეუფე იობმა.

Διαδώστε: