11 Σεπτεμβρίου, 2024

უფასო სასადილო ‘თხილის გული’ ჩვენს დახმარებას საჭიროებს…

Διαδώστε:

როგორც იცით, თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან, ამავე სამრევლოს წინამძღვრის, დეკანოზ ალექსანდრე გალდავას ძალისხმევით წლებია ფუნქციონირებს უფასო სასადილო „თხილის გული“, რომელიც ყოველდღე მრავალ ხელმოკლე ადამიანს აპურებს. სამწუხაროდ, უსახსრობის გამო აღნიშნული დაწესებულების ფუნქციონირება საფრთხის წინაშე დგას და საჭიროებს ჩვენს დახმარებას. გაგაცნობთ მიმართვას, რომელიც სასადილოს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა:

SOS! ახლა როგორც არასდროს ისე გვჭირდება თქვენი დახმარება. ამ ეტაპზე, საკვებით მუდმივად უზრუნველყოფილია 85 ბენეფიციარი… 165 ადამიანის ბედი გაურკვეველია! ხვალ რა უნდა ვუთხრათ ადგილზე მოსულ მშიერ ადამიანებს, წარმოდგენა არ გვაქვს. ძალიან ბევრჯერ ვიფიქრეთ სასადილოს დახურვა, თუმცა ამის გაკეთება ღალატის ტოლფასია. ძალიან რთულია უყურო მშიერ ადამიანს, რომელიც გთხოვს დახმარებას, შენ კი ვერაფერს აკეთებ. ჩვენს გამომწერებსა და ჯგუფის წევრებს გთხოვთ, დაგვეხმარეთ ინფორმაციის გავრცელებაში! თითოეული ლარი მნიშვნელოვანია, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის სტაბილურობაა.

ანგარიშის ნომერი:
თიბისი: GE89TB7555636080100006
მიმღები: თხილის გული

sazu.ge

Διαδώστε: