03 Σεπτεμβρίου, 2024

უწმიდესმა პატრიარქმა დანიელმა მორწმუნეებს მოუწოდა ილოცონ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის

Διαδώστε:

„გულწრფელად ვილოცოთ უფლის მიმართ, გააძლიეროს ჩვენი ძმები და დები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიიდან, განანათლოს სახელმწიფო მოღვაწენი, მიანიჭოს მშვიდობა უკრაინის მიწას“, – მოუწოდა მრევლს თავის საწინამძღვრო სიტყვაში ბულგარეთის უწმინდესმა პატრიარქმა დანიელმა 2024 წლის 26 აგვისტოს ლიტურგიის შემდეგ ქალაქ პერნიკის (ბულგარეთი) წმინდა იოანე რილელის ტაძარში.

იმავე დღეს, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი ჟურნალისტებთან საუბარში შეეხო სიტუაციას, რომელშიც კანონიკური ეკლესია იმყოფება უკრაინაში, – იუწყება ბБо ბულგარეთის ეროვნული რადიო.

„უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომელიც ამ ქვეყნის ერთადერთი კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის დახურვას გულისხმობს, – აღნიშნა მისმა უწმინდესობამ. – როგორც ცნობილია, თხუთმეტი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიიდან თერთმეტმა არ აღიარა 2019 წელს შექმნილი საეკლესიო სტრუქტურა, ე.წ. მეუ (მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში), ანუ ის არ არის კანონიკური ეკლესია. და როცა სახელმწიფო იღებს კანონს კანონიკური ეკლესიის დახურვის შესახებ, მაშ, რაღა რჩება?!“.

mospat.ru/ge

Διαδώστε: