10 Μαρτίου, 2020

ფლორენციის სამრევლო მრევლს მოუწოდებს, გამოიჩინონ პასუხიმგებლობა

Διαδώστε:

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, დასავლეთ ევროპის ეპარქიის, ფლორენციის სამრევლოს მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ანდრია ლაცაბიძე სამრევლოს წევრებს მიმართავს, ქვეყანაში ვითარების გართულებას, რაც კორონავირუსს უკავშირდება, პასუხისმგებლობით მოეკიდონ. ამის შესახებ სასულიერო პირი განცხადებას “ფეისბუკის” გვერდზე ავრცელებს.

“ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, სამრევლოს წევრებო გთხოვთ და მოგიწოდებთ ყველას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შექმნილ მდგომარეობას, რადგანაც იტალიაში რთულდება სიტუაცია და იზრდება დაინფიცირებულ და გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი.

თითოეულ ჩვენთაგანზე დიდია სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ქრისტიანი ადამიანი ვალდებულია დაემორჩილოს როგორც საეკლესიო, ასევე საერო კანონებს. ამიტომ მაქსიმალურად შევეცადოთ ვიყოთ სახლებში და დაველოდოთ სიტუაციის გაუმჯობესებას.

ნუ ავყვებით შიშს და პანიკას ,გავერთიანდეთ ვიყოთ ერთმანეთთან კონტაქტზე და მეტად მივენდოთ უფალს. გავძლიერდეთ ლოცვებში.

ღვთის წყალობით ყველაფერი მშვიდობით დასრულდება.
უფალმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და იტალიის რესპუბლიკა და ქალაქები სადაც ჩვენი თანამემამულენი შრომობენ და მოღვაწეობენ.

ყველა სნეულებაში მყოფ ადამიანს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას.
მადლი სულისა წმინდისა უძლურთა მკრნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი იფარავდეს ჩვენს ცხოვრებას. ამინ !” – წერს მამა ანდრია ლაცაბიძე.
dogma.ge

Διαδώστε: