ამა წლის 30 სექტემბერს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონში, XIX საუკუნის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ახლად აღდგენილი ტაძრის განახლება აღასრულა.
აღნიშნულ სამრევლოზე ზრუნვა დაევალა ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდელ მირიან ბაძაღუას.