ამა წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, ღირებულებითი განათლების პროგრამის ფარგლებში თბილისის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა სპექტაკლი “ისტორიის გაკვეთილი”, რომელიც 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციისას იუნკერთა მიერ გამოჩენილ გმირობას მოგვითხრობს.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებასა და მოზარდებში ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების წინ წამოწევის მიზნით, იგეგმება წარმოდგენის სხვადასხვა სკოლაში ჩატარება.