30 Νοεμβρίου, 2019

ქონებრივი და ფინანსური კომისია

Διαδώστε:

2019 წლის რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების მეხუთე კომისიის სხდომა

დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2019 წლის მეხუთე სხდომა, სადაც განიხილეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხები.

კომისიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარდგენილ 15 საკითხიდან 13-ზე დადებითი რეკომენდაცია გასცა, ერთი საკითხი დახარვეზდა, ხოლო ერთ საკითხზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.

 

— religion.gov.ge

 

 

Διαδώστε: