09/12/2020 09/12/2020 გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე დროებითი გადახურვების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. თუნუქის მყარი სახურავით მთავარი ტაძრის ოთხივე მკლავი იფარება, რაც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ზამთრის სეზონზე პრევენციული ღონისძიებების მორიგ ეტაპს ისევ შემსრულებელი მხარე – „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ და მისი კონტრაქტორი კომპანია „იკორთა 2007“ ახრორციელებს. არქტიტექტურულ კომპლექსზე ფიზიკური სამუშაოები რამდენიმე დღეა დაწყებულია. სააგენტოსთან შეთანხმებული მეთოდოლოგიით, მთავარი ტაძრის...
09 Δεκεμβρίου, 2020 - 15:02

ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე დროებითი გადახურვების მოწყობა წლის ბოლომდე დასრულდება !

Διαδώστε:
ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე დროებითი გადახურვების მოწყობა წლის ბოლომდე დასრულდება !

გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე დროებითი გადახურვების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. თუნუქის მყარი

სახურავით მთავარი ტაძრის ოთხივე მკლავი იფარება, რაც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
ზამთრის სეზონზე პრევენციული ღონისძიებების მორიგ ეტაპს ისევ შემსრულებელი მხარე – „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ და მისი კონტრაქტორი კომპანია „იკორთა 2007“ ახრორციელებს. არქტიტექტურულ კომპლექსზე ფიზიკური სამუშაოები რამდენიმე დღეა დაწყებულია. სააგენტოსთან შეთანხმებული მეთოდოლოგიით, მთავარი ტაძრის მკლავების გადაუხურავი ფართობები იმავე მეთოდით დაიფარება, რომელიც ტაძრის ქვედა რეგისტრების გადასახურად იყო გამოყენებული.

ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დროებითი გადახურვის ღონისძიებებმა უკვე მოიცვა არქიტექტურული ნაგებობის სხვა კრიტიკული სეგმენტები, რომლის ფარგლებში მყარი სახურავით დაიფარა გუმბათის ყელთან მკლავების შეერთების ადგილები, ეკვდერები, საკურთხეველი, პასტოფორიუმები, კარიბჭეები და ნართექსი. ღვთვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის დაცვის მიზნით გათვალისწინებული ქმედებების დასრულების შემდგომ, ზამთრის სეზონის განმავლობაში ინტერიერში წყლის ჩადინება სრულად არიდებული იქნება. ინფილტრაციის შეჩერებაზე პრევენციულად მოწყობილი გადახურვების ეფექტი უკვე აისახა სააგენტოს გეგმიური მონიტორინგის ანგარიშებში (3 ოქტომბრისა და 24 ნოემბრის მისიები), რომლის თანახმად აგვისტოს თვის მეორე ნახევრიდან ინტერიერში დატენიანებული არეალების

უკუქცევადი შრობის პროცესი დადგინდა. სამუშაო სეზონის დადგომისთანავე, შესაბამისი სპეციალისტებისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით გადახურვების კრიტიკული არეალების ე.წ. ზონდაჟების გახსნის გზით სრულფასოვნად შესწავლის საფუძველზე შემუშავდება შესაბამისი გამოსასწორებელი ღონისძიებები.

გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე თუნუქის დროებითი სახურავი ნაგებობის ქვედა რეგისტრებზე მოწყობილი წუნდებული კრამიტის ახალი კრამიტით სრულად ჩანაცვლებამდე შენარჩუნდება, რომლის ხარისხიც ლაბორატორიული კვლევითა და საექსპერტო დასკვნებით იქნება დამოწმებული.

 

— facebook.com/georgianheritage

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων