2024 წლის 17 ივლისს ღირებულებითი განათლების პროგრამის ფარგლებში სასულიერო პირთა გადამზადების მე- 4 ეტაპი დასრულდა.
პროექტში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ტაძრის მღვდელმსახური.
აღნიშნული პროექტის მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობის სწავლების პროცესის სირთულეების და გარდატეხის ასაკში მყოფთა გამოწვევების შესწავლა.
დასკვნითი ლექცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოწვევით ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ წაიკითხა.