03/06/2020 03/06/2020 წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება და სიცივეში, სიშიშვლეში, შიმშილში და წყურვილში ეზიდებოდა თავის ჯვარს. შემდგომში ის დაბრუნდა სამშობლოში და თავის ოჯახთან ახლოს ეტოლიისა და ევრიტანიის საზღვარზე მდებარე კალანის მთაზე დასახლდა. ის იქ სიცოცხლის ბოლომდე დაფარულად მოღვაწეობდა. როცა მოსაგრის სული ზეცად...
03 Ιουνίου, 2020 - 13:12

ღირსი ანდრია განდეგილი (XIII) – ხსენება 15 (28) მაისს

Διαδώστε:
ღირსი ანდრია განდეგილი (XIII) – ხსენება 15 (28) მაისს

წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება და სიცივეში, სიშიშვლეში, შიმშილში და წყურვილში ეზიდებოდა თავის ჯვარს. შემდგომში ის დაბრუნდა სამშობლოში და თავის ოჯახთან ახლოს ეტოლიისა და ევრიტანიის საზღვარზე მდებარე კალანის მთაზე დასახლდა. ის იქ სიცოცხლის ბოლომდე დაფარულად მოღვაწეობდა.
როცა მოსაგრის სული ზეცად აღიწეოდა, ანთებული სანთლები თვალის დამაბრმავებელი ბრწყინვალებით მიუთითებდა მისი მოღვაწეობის ადგილს. ეპირის ღვთისმოსავმა დედოფალმა ამის შესახებ რომ შეიტყო, მოინახულა წმინდანის კელია და იქ ეკლესიის აშენება ბრძანა წმინდა ანდრიას სახელზე.

— karibche.ambebi.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων