2020 წლის 17 სექტემბერს, წმინდა წინასწარმეტყველ მოსეს ხსენების დღეს, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) სოფელ გუმბრასთან მდებარე ღირსი მოსე შავის სახელობის მამათა მონასტრის ტაძარი აკურთხა.
ტაძრის წინამძღვრად დადგენილია მღვდელ-მონაზონი მოსე (ცქიტიშვილი).
ვულოცავთ მამა მოსეს და ქუთაის-გაენათის ეპარქიას ახალი მონასტრის დაფუძნებას და ვუსურვებთ სულიერ აღმავლობას.
მოამზადა მარიამ გაგუამ
წყარო: საპატრიარქოს უწყებანი