ბიბლეისტიკის კათედრის ორგანიზებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში შემეცნებითი ხასიათის ყოველკვირეული სემინარი ჩატარდა, რომელზეც მოხსენებით წარდგა სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტი – ლუკა ხვედელიძე. სემინარიის სტუდენტმა სემინარზე წარმოადგინა თემა სახელწოდებით – “ იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ბოლო დღეები საეკლესიო ეგზეგეტიკაში”. თემის ხელმძღვანელია ბიბლეისტიკის კათედრის გამგე, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი.
ლუკა ხვედელიძემ საინტერესოდ მიმოიხილა სახარების იმ მონაკვეთების ძირითადი განმარტებანი, რომლებიც მაცხოვრის ვნებასა და აღდგომას ეხება. ამასთანავე, საანალიზო საკითხთან დაკავშირებული ცალკეული ეპიზოდები განიხილა ნათარგმნი ჰომილეტიკური, ჰიმნოგრაფიული და დოგმატური ტექსტების საფუძველზე.
მომხსენებელმა ამომწურავად უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
სემინარს ესწრებოდნენ: სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, ისტორიის დოქტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე; სასულიერო სემინარიის დეკანი, მღვდელი გიორგი ვაშალომიძე; ბიბლეისტიკის კათედრის გამგის თანაშემწე გიორგი თოდუა.