13 Ιουνίου, 2019

შეხვედრა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტრის წინამძღვართან

Διαδώστε:

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია განაგრძობს სამუშაო ვიზიტს რუმინეთის სახელმწიფოში. ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი უკლებამ, შეხვედრა გამართა ბუქარესტის ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტრის წინამძღვართან, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოს ვარლამთან.

შეხვედრაზე გიორგი უკლებამ ისაუბრა საქართველოში არსებულ რელიგიურ მრავალფეროვნებასა და რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. ხაზ გასმით აღინიშნა რუმინეთის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სამდივნოსთან ურთიერთ-თანამშრომლობის როლი ამ კუთხით.

რუმინელი ეპისკოპოსის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა რელიგიის საკითხთა სახლმწიფო სააგენტოსთან არსებულმა ინტერ-რელიგიურმა სათათბირომ, სადაც მსჯელობა მიმდინარეობს მრგვალი მაგიდის პრინციპით და უზრუნველყოფილია სახელმწიფოს ჩართულობა. ეპისკოპოსის განცხადებით რუმენთში კარგად იციან საქართველოს ისტორიის შესახებ და აღნიშნა რომ, საქართველოსა და რუმინეთს ბევრი საერთო ღირებულება აქვს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო, რელიგიის სფეროში თანამედროვე გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებსა და რელიგიური ტურიზმის განვითარების საკითხებს.

დასასრულს ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ წინა კვირას 40 რუმინელი სასულიერო პირი იმყოფებოდა საქართველოში წმინდა ადგილების მოსალოცად. მან დიდი სითბოთი გაიხსენა ვიზიტი საქართველოში, როდესაც სხვა მაღალ სასულიერო იერარქებთან ერთად შეხვდა კათოლიკოს პატრიარქს – ილია II-ს.

religion.geo.gov.ge

Διαδώστε: