14/12/2020 14/12/2020 ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე გელათის სამონასტრო კომპლექსის გადახურვის პრობლემურ საკითხს გამოეხმაურა. “მთელი ზაფხული დავდიოდი გელათში, რაიმე კლიმატური ცვლილება ტაძარში არ შეიმჩნეოდა, დანადგარით არავის გაუზომავს. ზაფხულის შემდეგ იქ წვიმა ჩამოსული არავის უნახავს. დროებითი გადახურვა ჩატარდა; სრული პროექტი მზადდება გადახურვის, სპეციალისტები მუშაობენ ამაზე. დღეისათვის დაცულია, თუმცა ეს არის დროებითი გადახურვა. ზამთარში ვერ გადახსნიან სახურავს. დაზიანება არის, რასაკვირველია –...
14 Δεκεμβρίου, 2020 - 18:06

“ძეგლი ჩემი კი არა, საქართველოსია” – მიტროპოლიტი იოანე გელათის შესახებ

Διαδώστε:
“ძეგლი ჩემი კი არა, საქართველოსია” – მიტროპოლიტი იოანე გელათის შესახებ

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე გელათის სამონასტრო კომპლექსის გადახურვის პრობლემურ საკითხს გამოეხმაურა.

“მთელი ზაფხული დავდიოდი გელათში, რაიმე კლიმატური ცვლილება ტაძარში არ შეიმჩნეოდა, დანადგარით არავის გაუზომავს. ზაფხულის შემდეგ იქ წვიმა ჩამოსული არავის უნახავს. დროებითი გადახურვა ჩატარდა; სრული პროექტი მზადდება გადახურვის, სპეციალისტები მუშაობენ ამაზე. დღეისათვის დაცულია, თუმცა ეს არის დროებითი გადახურვა. ზამთარში ვერ გადახსნიან სახურავს. დაზიანება არის, რასაკვირველია – გაზაფხულზე გაჟონა წვიმამ, ეს დაფიქსირდა სამხრეთ დასავლეთის კუთხეში, მაგრამ ეს არ იყო კატასტროფა და ჩამორეცხვას რასაც ეძახიან. ადამიანებს ფრესკა ჰგონიათ მარტო კედელზე დახატული, ფრესკა ნედლი კირი როცაა, მაშინ იხატება, საღებავით იჟღინთება კირი და ის ასე ადვილად ვერ წაიშლება, მაგრამ ცხადია, ზიანდება და გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თავის დროზე, როცა ტარდებოდა გადახურვითი სამუშაოები, აქ მეუფე არ ვიყავი. ვიცი, რომ მეუფე კალისტრატე წინააღმდეგი იყო ამგვარი გადახურვის და ითხოვდა ქვით ან სპილენძით გადახურვას, როგორაცაა ბაგრატზე. სავალდებულოა, გამოძიება დაიწყოს, რადგან ძეგლი ჩემი კი არა საქართველოსია, ჩვენი წინაპრების და მომავლისაა, ეს ყველას პასუხისმგებლობაა”, – განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων