07 Δεκεμβρίου, 2020

“წმიდა ნიკოლოზი განსაკუთრებით არის ბავშვების მეგობარი” – რუმინეთის პატრიარქი

Διαδώστε:

წმიდა ნიკოლოზის ხსნების დღეს, სრულიად რუმინეთის უნეტარესმა პატრიარქმა დანიელმა სადღესასწაულო ქადაგებისას თქვა, რომ წმიდა ნიკოლოზი არის გულუხვობის სიმბოლო და ბავშვების დიდი მეგობარი.

”წმიდა ნიკოლოზი არის ობოლთა, ავადმყოფთა და სირთულეების წინაშე მყოფი ადამიანების თანაშემწე, მაგრამ განსაკუთრებით ის ბავშვების მეგობარია” – დასძინა უნეტარესმა პატრიარქმა დანიელმა.

რუმინეთის ეკლესიამ წმიდა მღვდელმთავარ ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხსენება ახალი შესწორებული კალენდარული სტილით 6 დეკემბერს აღნიშნა.

wenews.ge

Διαδώστε: