01 Μαΐου, 2019

წმინდა ცეცხლი საქართველოშია [ფოტო]

Διαδώστε:

მომლოცველთა ჯგუფმა თბილისში იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი ჩამოიტანა. წმინდა ცეცხლი ეკლესიებში გადანაწილდება, მას ასევე მიიტანენ სამების საკათედრო ტაძარშიც, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს.

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი 27 აპრილს შესრულდა.

წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ათასობით მორწმუნე, მათ შორის ქართველი მომლოცველები იმყოფებოდნენ.

1tv.ge
Διαδώστε: