01/06/2019 01/06/2019 ა.წ. 30 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თბილისში, ლოტკინის დასახლებაში მდებარე წმ. მეფე თამარის სახელობის საქართველოს საპატრიარქოს სკოლა-პანსიონის მიმდინარე წლის კურსდამთავრებულები, მათი მშობლები და პედაგოგები მიიღო. მისმა უწმინდესობამ დალოცა ახალგაზრდები, ღვთის მფარველობა და წარმატებები უსურვა და სკოლას ღვთისმშობლის ხატი და წიგნები გადასცა. აღნიშნული სასწავლებელი გამორჩეულია იმით, რომ აქ ერთად სწავლობენ და ცხოვრობენ მუსლიმი და ქრისტიანი ბავშვები...
01 Ιουνίου, 2019 - 11:28
Τελευταία ενημέρωση: 01/06/2019 - 11:32

წმ. მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის კურსდამთავრებულებისა და პედაგოგების შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქთან

Διαδώστε:
წმ. მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის კურსდამთავრებულებისა და პედაგოგების შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქთან

ა.წ. 30 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თბილისში, ლოტკინის დასახლებაში მდებარე წმ. მეფე თამარის სახელობის საქართველოს საპატრიარქოს სკოლა-პანსიონის მიმდინარე წლის კურსდამთავრებულები, მათი მშობლები და პედაგოგები მიიღო. მისმა უწმინდესობამ დალოცა ახალგაზრდები, ღვთის მფარველობა და წარმატებები უსურვა და სკოლას ღვთისმშობლის ხატი და წიგნები გადასცა.

აღნიშნული სასწავლებელი გამორჩეულია იმით, რომ აქ ერთად სწავლობენ და ცხოვრობენ მუსლიმი და ქრისტიანი ბავშვები და თითქმის ყველა კურსდამთავრებული პირველ წელსვე აბარებს საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. სკოლა-პანსიონი წელს 32 ახალგაზრდამ დაამთავრა, მათ შორის ხუთი მედალოსანია.

საპატრიარქოში ღონისძიებას დაესწრო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ქ-ნი მარიამ ჯაში, რომელმაც ბავშვებს სკოლის დამთავრება მიულოცა და ბედნიერი მომავალი უსურვა. ქ-ნმა მარიამ ჯაშმა აღნიშნა მოსწავლეების წარმატებები და სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მის დირექტორს, დეკანოზ მირიან სამხარაძეს და ყველა პედაგოგს მადლობა გადაუხადა.

კურსდამთავრებულებმა ისაუბრეს ერთად გატარებული წლების შესახებ და აღნიშნეს, რომ სკოლაში განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს გრძნობდნენ, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე ემახსოვრებათ.

მშობლებმა მის უწმინდესობას მადლობა გადაუხადეს სკოლის დაარსებისთვის და განაცხადეს, რომ სკოლა-პანსიონს ისინიც და მათი შვილებიც მეორე ოჯახად თვლიან.

წმ. მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი 2009 წელს დაარსდა და წელს საიუბილეო 10 წელი უსრულდება. აქ განათლებას იღებენ მოსწავლეები აჭარიდან, საინგილოდან და ახლა უკვე ფერეიდანიდანაც.

ამასთან დაკავშირებით ა.წ. 26 მაისს საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიხსნა სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და პროფესიული სწავლების სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა (თექა, ხის მხატვრული ნამუშევრები, ტიხრული მინანქარი, ეროვნული სამოსი, სახვითი ხელოვნება/ფერწერა).

28 მაისს გაიმართა გამოფენის პრეზენტაცია და საზეიმო დახურვა. კონცერტში მონაწილეობდნენ სკოლა-პანსიონის ზოგადი განათლების, პროფესიული სწავლების, სახელოვნებო ცენტრისა და სადღეღამისო პანსიონის მოსწავლევაჟთა და გოგონათა ფოლკლორული ანსამბლები და ხალხურ საკრავთა ორკესტრი.

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων