2024 წლის 20 ივნისს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) ჭიათურის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძარში დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები:
არქიმანდრიტი ზოსიმე (ყაველაშვილი) დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
დეკანოზი მიქაელ კირვალიძე დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
დეკანოზი თადეოზ სარალიძე დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით.
აქსიოს! ვულოცავთ მამებს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.