07 Ιουνίου, 2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთში წმინდა გიორგის სახელობის XIX საუკუნის ახლად აღდგენილი ტაძარი ეკურთხა

Διαδώστε:

2024 წლის 4 ივნისს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთში, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის (დათუაშვილი) ლოცვა-კურთხევით, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ზოსიმემ (ყაველაშვილი) ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ამავე წმინდანის სახელობის XIX საუკუნის ახლად აღდგენილი ტაძარი აკურთხა.

ტაძრის წინამძღვრად დადგინდა დეკანოზი თეიმურაზ რუხაძე.

ვულოცავთ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიას ტაძრის აღდგენასა და კურთხევას.

sazu.ge

 

Διαδώστε: