03 Νοεμβρίου, 2019

ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის გადაბარების საკითხზე შექმნილ კომისიას არქიმანდრიტი სერაფიმე უხელმძღვანელებს

Διαδώστε:

ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის გადაბარების საკითხზე შექმნილ კომისიას არქიმანდრიტი სერაფიმე (ჭედია) უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, ფინანსისტმა, ნუგზარ სამხარაძემ დღევანდელი სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომისია ცხრა წევრისგან შედგება

„კომისია შედგა, ეს იყო პირველი სამუშაო შეხვდრა. დაიგეგმა, თუ რა სამუშაოები განხორციელდება. ყველაფერი განხორციელდება კანონის შესაბამისად, კომისიის პასუხისმგებლობის ქვეშ. კომისია ცხრა კაციანია. მისი ხელმძღვანელი, წინამძღვარია არქიმანდრიტი სერაფიმე, წინამძღვარი სვეტიცხოვლის ტაძრისა. თითოეულ კომისიის წევრს მოგვეცემა შესაბამისი დავალება თავმჯდომარის მხრიდან და გარკვეული ეტაპის შემდეგ მოხსენდება ეპარქიის მმართველს და საქმის კურსში იქნება მეუფე პეტრეც“,- განაცხადა ნუგზარ სამხარაძემ.

ჭყონდიდის ეპარქიაში კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართა.

 

1tv.ge

Διαδώστε: