08 Απριλίου, 2019

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია საზეიმო წირვას დაესწრო

Διαδώστε:

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მარტვილი-აბაშის მაჟორიტარ დეპუტატთან, ოთარ დანელიასთნ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მამუკა კვიტაშვილთან და მრევლთან ერთად, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო. ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინეს, ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარმა, მეუფე პეტრემ და მღვდელმსახურებმა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს გილოცავთ, ღვთისმშობელმა ამ დღის მადლით მოულოდნელი სიხარული, წყალობა, სიკეთე მოგმადლოთ თქვენ და სრულიად საქართველოს! გისურვებთ მშვიდობას, ურთიეთთანადგომას, სიყვარულს, ერთობას.

რწმენის, სიყვარულის და ქველმოქმედების მატარებელია, ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსი მეუფე პეტრე, თითოეულ ადამიანში ღვთის სიტყვას სთესს. ჩვეული შემართებითა და გულმოდგინებით იღვწის სამწყსოსთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში ბევრი ახალი ტაძარი აშენდა, უამრავს ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები, ვულოცავთ მეუფეს დაბადების დღეს, სიმტკიცეს, მხნეობას, მზეგრძელობას ვუსურვებთ“,-აღნიშნა ლევან მაკალათიამ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პატარა დეკლამატორები, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრთან არსებული კოლექტივები, შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები.

(IPN)

Διαδώστε: