13 Νοεμβρίου, 2020

ათონელი მღვდელმონაზონი კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა

Διαδώστε:

ათონის წმიდა მთაზე მოღვაწე მღვდელმონაზონი აგათანგელოზი კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაიცვალა.

იგი თესალონიკის საავადმყოფო “იპოკრატიოში” გადიოდა მკურნალობის კურსს, თუმცა, სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მღვდელმონაზონი აგათანგელოზი 1940 წელს დაიბადა. იგი ჯერ მოღვაწეობდა ივერონის მონასტერში, ხოლო შემდეგ კი სიმონპეტრას მონასტერში.

უფალმა მართალთა თანა განუსვენოს. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი.

 

wenews.ge

Διαδώστε: