01/12/2020 01/12/2020   ათონის მთის გუბერნატორის გადაწყვეტილებით კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები 2020 წლის 15 დეკემბრამდე გაგრძელდება, რაც ნიშნავს, რომ მომლოცველთა ვიზიტები შეიზღუდება. ათონის წმიდა მთაზე შემსვლელთთვის კი იერუსოსა და ურანოპოლისში შესაძლებელი იქნება სწრაფი ტესტის გაკეთება. იმ შემთხვევაში თუ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა ან რაიმე სახის სიმპტომები გამოიკვეთა, მაშინ ამგვარ პირს არ შეეძლება ათონზე შესვლა. აქვე აღსანიშნავია,...
01 Δεκεμβρίου, 2020 - 17:14

ათონის მთა: “შეზღუდვები 15 დეკემბრამდე გაგრძელდება”

Διαδώστε:
ათონის მთა: “შეზღუდვები 15 დეკემბრამდე გაგრძელდება”

 

ათონის მთის გუბერნატორის გადაწყვეტილებით კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები 2020 წლის 15 დეკემბრამდე გაგრძელდება, რაც ნიშნავს, რომ მომლოცველთა ვიზიტები შეიზღუდება. ათონის წმიდა მთაზე შემსვლელთთვის კი იერუსოსა და ურანოპოლისში შესაძლებელი იქნება სწრაფი ტესტის გაკეთება. იმ შემთხვევაში თუ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა ან რაიმე სახის სიმპტომები გამოიკვეთა, მაშინ ამგვარ პირს არ შეეძლება ათონზე შესვლა.

აქვე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი თვეა, რაც საბერძნეთის ხელისუფლებამ საყოველთაო lockdown-ი გამოაცხადა, რომლითაც მთელი საბერძნეთის მასშტაბით სრულად შეზღუდა მოქალაქეების გადაადგილება (ყველა დაწესებულება ღია დარჩა – მოქმედებს delivery). გარეთ გადაადგილებისთვის კი სახელმწიფო ნებართვა არის საჭირო. თუ გასულ თვეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეში 4000-ს აჭარბებდა, ზომების მკაცრმა დაცვამ შედეგი გამოიღო და დღეს 1044 შემთხვევა გამოვლინდა.

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων