12 Ιανουαρίου, 2021

ათონის მთის ხილანდარის მონასტერში ზამთრის მოსავალი აიღეს [ფოტო]

Διαδώστε:

ათონზე წმიდა მთის ხილანდარის მონასტერში ზამთრის მოსავალი აიღეს.

ხილანდარის მონასტერი დაარსებულია სერბი მეფის მიერ მეთორმეტე საუკუნეში. სავანეს ათონის წმიდა მთის მონასტერთა შორის მეოთხე ადგილი უკავია.

მონასტერში ინახება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ცნობილი, სასწაულთმოქმედი ხატი ,,სამხელა”, რომლის მიერ აღსრულებული სასწაული წმიდა იოანე დამასკელზე საყოველთაოდ ცნობილია.

ხილანდარის მონასტერში ასევე დავანებულია შემდეგი სიწმიდეები:

ცხოველმყოფელი ჯვრის ორი ნაწილი;

ქრისტეს ეკლის გვირგვინის მცირე ნაწილი;

კვერთხისა და სუდარის ნაწილები;

წმიდა დიდმოწამე, მკურნალ პანტელეიმონის მარჯვენა ფეხი;

წმიდა ნიკიფორე კონსტანტინეპოლის პატრიარქის მარჯვენა ხელი;

წმიდა დიდწამოწამე ბარბარესა და წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს წმიდა ნაწილები.

ასევე მონასტრის ბიბლიოთეკა ინახავს შვიდასამმდე სლავურ და ასამდე ბერძნულ ხელნაწერს.

ხილანდარის ბიბლიოთეკაში ასევე დაცულია 6600 ბეჭდური გამოცემას და 52 პერგამენტი.

wenews.ge

Διαδώστε: