16/12/2019 16/12/2019 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დასრულდა ალევის ოქროსკარიანი სამების მონასტრის მცირე ტაძრის რესტავრაცია. შესრულებული სამუშაოების შედეგად: √ მცირე ტაძარი აღდგა თლილი ქვით. √ აღდგა კონქი და კამარა შაბლონების მიხედვით. √ გაიწმინდა ფასადები სამშენებლო მასალისგან და შეივსო გამორეცხილი ადგილები. √ დაიგო ქვის იატაკი. √ ტაძარი...
16 Δεκεμβρίου, 2019 - 15:18
Τελευταία ενημέρωση: 16/12/2019 - 15:19

ალევის ოქროსკარიანი სამების მონასტრის მცირე ტაძრის რესტავრაცია

Διαδώστε:
ალევის ოქროსკარიანი სამების მონასტრის მცირე ტაძრის რესტავრაცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დასრულდა ალევის ოქროსკარიანი სამების მონასტრის მცირე ტაძრის რესტავრაცია. შესრულებული სამუშაოების შედეგად: √ მცირე ტაძარი აღდგა თლილი ქვით. √ აღდგა კონქი და კამარა შაბლონების მიხედვით. √ გაიწმინდა ფასადები სამშენებლო მასალისგან და შეივსო გამორეცხილი ადგილები. √ დაიგო ქვის იატაკი. √ ტაძარი გადაიხურა ფიქალის ქვით. ალევის ოქროსკარიანი სამების მონასტრის მცირე ტაძრის 2019 წლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ეტაპი ა(ა)იპ. “ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი“ -ს მიერ არქიტექტორ-რესტავრატორი ნინო ყანჩელის ხელმძღვანელობით განხორციელდა,ხოლო მშენებელ-ინჟინერი-ბადრი გასპაროვი იყო. *გალავნიანი სამონასტრო კომპლექსი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფი ქედის ერთ-ერთ შემაღლებაზე ზღვის დონიდან 1964მ -ის სიმაღლეზე ოკუპირებულ ზონასთან ახლოს მდებარეობს. გალავნის შიგნით მოქცეულია ორი ერთმანეთზე მიდგმული ეკლესია და გალავნის პერიმეტრში ჩართული რამდენიმე სამონასტრო ნაგებობის ნანგრევი, რომელთა ნაწილი 2008-18 წლების ინტერვალში უკვე აღდგენილია. განვლილ წლებში რესტავრირდა კომპლექსის ისტორიული სამრეკლო, სატრაპეზო დამხმარე ნაგებობებთან ერთად,ასევე კარიბჭე და კელიები.

 

 

— heritagesites.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων