07/01/2020 07/01/2020 შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ამბროლაურში “ალილო” მოეწყო. მსვლელობას წინ სასულიერო პირები მიუძღვებოდნენ. ამბროლაურის მერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მლოცველებმა “ალილოს” სიმღერით შემოიარეს ქალაქის ქუჩები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახების დასახმარებლად შემოწირულობები შეაგროვეს. სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად, ალილოს მონაწილეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ტკბილეული გადასცა. ცნობისთვის,...
07 Ιανουαρίου, 2020 - 16:23

ამბროლაურში “ალილო” გაიმართა

Διαδώστε:
ამბროლაურში “ალილო” გაიმართა

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ამბროლაურში “ალილო” მოეწყო. მსვლელობას წინ სასულიერო პირები მიუძღვებოდნენ.

ამბროლაურის მერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მლოცველებმა “ალილოს” სიმღერით შემოიარეს ქალაქის ქუჩები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახების დასახმარებლად შემოწირულობები შეაგროვეს.

სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად, ალილოს მონაწილეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ტკბილეული გადასცა.

ცნობისთვის, შობის ამ ფორმით აღნიშვნის ტრადიცია საქართველოში უძველესი დროიდან არსებობს.

interpressnews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων