07 Ιανουαρίου, 2020

ამბროლაურში “ალილო” გაიმართა

Διαδώστε:

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ამბროლაურში “ალილო” მოეწყო. მსვლელობას წინ სასულიერო პირები მიუძღვებოდნენ.

ამბროლაურის მერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მლოცველებმა “ალილოს” სიმღერით შემოიარეს ქალაქის ქუჩები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახების დასახმარებლად შემოწირულობები შეაგროვეს.

სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად, ალილოს მონაწილეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ტკბილეული გადასცა.

ცნობისთვის, შობის ამ ფორმით აღნიშვნის ტრადიცია საქართველოში უძველესი დროიდან არსებობს.

interpressnews.ge

Διαδώστε: