დღეს, 30 ნოემბერს ფანარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში კონსტანტინოპოლის ეკლესიის დამაარსებლის, მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით საღვთო ლიტურგია აღესრულა, რომელიც მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ შეასრულა.
ლიტურგიას ოფიციალურად ესწრებოდა რომის ეკლესიის წარმომადგენლობაც, კარდინალ კურტ კოხის ხელმძღვანელობით.