08 Οκτωβρίου, 2020

ანდრია ჯაღმაიძე: ალბათ რაც მოითხოვა აზერბაიჯანმა, იმაზე დათანხმდა ჩვენი კომისია

Διαδώστε:

დავით-გარეჯი არის საპატრიაქოს კუთვნილება, ეს არის სიწმინდე და ჩვენი კულტურისა და ისტორიის ავთენტურობის ერთ-ერთი ნიშანი. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად ეკლესია დგას იმ პოზიციაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დავხუჭოთ თვალი და ყველა რეალობა ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივანმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „დღის ქრონიკაში განაცხადა.

„რა ეფექტი შეჰქონდა ჩვენს მხარეს იმ კომისიაში, რომელმაც ხაზები ასე გაავლო? ალბათ რაც მოითხოვა აზერბაიჯანმა, იმაზე დათანხმდა ჩვენი კომისია, თორემ როგორ შეიძლება შუა მონასტერში გაავლო სასაზღვრო ხაზი“,- აღნიშნა დეკანოზმა.


imedinews.ge

Διαδώστε: