15/01/2021 15/01/2021 საპატრიარქოში მაქსიმალურად ვიცავთ უსაფრთხოების წესებს – ტარდება დეზინფექცია, ტესტირება, ვინც მოდის, პირბადე უკეთია. ამიტომ, შესაბამისი მდგომარეობაა. მადლობა ღმერთს, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. „მხოლოდ მდივან-რეფერენტია იზოლაციაში. მას დაუდგინდა და მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს კოვიდინფექცია. მადლობა ღმერთს, სხვა ყველა ჯანმრთელია. კი,...
15 Ιανουαρίου, 2021 - 14:22

ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქი თავს კარგად გრძნობს – საპატრიარქოში მაქსიმალურად ვიცავთ უსაფრთხოების წესებს

Διαδώστε:
ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქი თავს კარგად გრძნობს – საპატრიარქოში მაქსიმალურად ვიცავთ უსაფრთხოების წესებს

საპატრიარქოში მაქსიმალურად ვიცავთ უსაფრთხოების წესებს – ტარდება დეზინფექცია, ტესტირება, ვინც მოდის, პირბადე უკეთია. ამიტომ, შესაბამისი მდგომარეობაა. მადლობა ღმერთს, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

„მხოლოდ მდივან-რეფერენტია იზოლაციაში. მას დაუდგინდა და მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს კოვიდინფექცია. მადლობა ღმერთს, სხვა ყველა ჯანმრთელია. კი, იყო პროგნოზები და მოლოდინი, რომ მაინცდამაინც, აქ მოხდებოდა აფეთქება, მაგრამ დღეს ისეთი მდგომარეობაა, დღეში 4 ათასი ადამიანი ავადდება, შესაძლებელია, ეკლესიაშიც მოხდეს რაღაც. ამჯერად, ყველაფერი კარგადაა“ – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

imedinews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων