24/01/2019 24/01/2019 საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, რელიგიური ჯგუფებიდან ყველაზე მეტი შეურაცხყოფის გამოხატვა მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ ხდება. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დღეს იმ სამუშაო ჯგუფის პირველ სხდომას დაესწრო, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში შეიქმნა და რელიგიურ თემატიკაზე იმუშავებს. ჯაღმაიძის თქმით, მართლმადიდებლური ეკლესია სამუშაო ჯგუფში ჩაერთვება და ხელს შეუწყობს, რომ კონსენსუსი მეტ საკითხთან დაკავშირებით...
24 Ιανουαρίου, 2019 - 16:57

ანდრია ჯაღმაიძე – ყველაზე მეტი შეურაცხყოფისა და ცილისწამების მოსმენა ჩვენი მისამართით გვიწევს

Διαδώστε:
ანდრია ჯაღმაიძე – ყველაზე მეტი შეურაცხყოფისა და ცილისწამების მოსმენა ჩვენი მისამართით გვიწევს

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, რელიგიური ჯგუფებიდან ყველაზე მეტი შეურაცხყოფის გამოხატვა მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ ხდება.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დღეს იმ სამუშაო ჯგუფის პირველ სხდომას დაესწრო, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში შეიქმნა და რელიგიურ თემატიკაზე იმუშავებს.

ჯაღმაიძის თქმით, მართლმადიდებლური ეკლესია სამუშაო ჯგუფში ჩაერთვება და ხელს შეუწყობს, რომ კონსენსუსი მეტ საკითხთან დაკავშირებით არსებობდეს.

„რომ შეიძლებოდეს გაზომვა, ყველაზე მეტი შეურაცხყოფა რომელი რელიგიური ჯგუფის მიმართ გამოიხატება, ალბათ, ეს მართლმადიდებლური ეკლესია იქნება. მიზეზს ვერ გეტყვით. ალბათ, ერთი მიზეზი არ არსებობს. ყველაზე მეტი შეურაცხყოფის, ცილისწამებისა და არამართებული ინფორმაციის მოსმენა ჩვენი მისამართით გვიწევს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

(ავტორი – თეონა მანაგაძე / 1tv.ge)

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων