05/12/2018 05/12/2018 ანჩისხატი ძველ თბილისში, საპატრიარქოს ახლოს მდებარობს. შესაძლოა ბევრმა არც კი იცის, რომ VI საუკუნის ტაძარი ღვთისმშობლის შობის სახელობისაა. გადმოცემით, ეს უძველესი ტაძარი უნდა იყოს “მოქცევაჲ ქართლისაჲს” ქრონიკაში მოხსენიებული “მარიამ წმიდაჲ ეკლესიაჲ”, აგებული დაჩი უჯარმელის მეფობაში. “საუნჯე გეს” მიხედვით ვგებულობთ, რომ ეკლესიას ძველი სახელი არ შერჩენია. ანჩისხატი XVIII საუკუნეში ეწოდა, როდესაც აქ ანჩის (სამხრეთ საქართველოს) მონასტრიდან...
05 Δεκεμβρίου, 2018 - 16:43

ანჩისხატი – ღვთისმშობლის შობის ტაძარი

Διαδώστε:
ანჩისხატი – ღვთისმშობლის შობის ტაძარი

ანჩისხატი ძველ თბილისში, საპატრიარქოს ახლოს მდებარობს. შესაძლოა ბევრმა არც კი იცის, რომ VI საუკუნის ტაძარი ღვთისმშობლის შობის სახელობისაა.
გადმოცემით, ეს უძველესი ტაძარი უნდა იყოს “მოქცევაჲ ქართლისაჲს” ქრონიკაში მოხსენიებული “მარიამ წმიდაჲ ეკლესიაჲ”, აგებული დაჩი უჯარმელის მეფობაში. “საუნჯე გეს” მიხედვით ვგებულობთ, რომ ეკლესიას ძველი სახელი არ შერჩენია. ანჩისხატი XVIII საუკუნეში ეწოდა, როდესაც აქ ანჩის (სამხრეთ საქართველოს) მონასტრიდან ბექა ოპიზარის (XII საუკუნე) მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხატი გადმოასვენეს (ამჯამად დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში). ანჩისხატის ისტორია აგებიდან XVII საუკუნამდე უცნობია. 1675 დომენტი III კათოლიკოსმა აღადგინა ის და ააგო აგურის ორსართულიანი სამრეკლო. 1683 ეკლესია მოხატეს ნიკოლოზ კათოლიკოსის თაოსნობით. ერეკლე II-ის მეფობაში ანჩისხატთან დაარსდა აკადემია. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს ეკლესია დაზიანდა. XIX საუკუნის დასაწყისში არადგინეს, 1814 ხელმეორედ მოხატეს და დაახლოებით ისეთი სახე დაუბრუნდა, როგორც მას XVII საუკუნეში ჰქონდა.

სტატიის ავტორი: თეა ცაგურიშვილი

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων