22 Ιουλίου, 2019

არჩილ თალაკვაძემ მერილენდში წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი მოინახულა

Διαδώστε:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი მერილენდის შტატში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში სტუმრობით დაასრულა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძე წირვას დელეგაციასა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს იღუმენია ემელიანმა და მონასტრის დებმა უმასპინძლეს.​

 

1tv.ge

Διαδώστε: