28/04/2020 28/04/2020 ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს. ვინ აღწეროს მათ მიერ გაწეული ღვაწლი? ის, რომ საქართველოს ეკლესია გადარჩა, მათი ლოცვის წყალობითაც მოხდა. მამა გაბრიელის თქმით, საქართველოს თავზე გადაკვროდა ცოდვის ღრუბელი, რომელიც კაცთა ლოცვებს ზემოთ არ უშვებდა. მათ კი თავიანთი ლოცვით...
28 Απριλίου, 2020 - 20:30
Τελευταία ενημέρωση: 28/04/2020 - 20:32

ასეთია ჭეშმარიტი მეგობრობა, ქრისტესმიერი მეგობრობა!

Διαδώστε:
ასეთია ჭეშმარიტი მეგობრობა, ქრისტესმიერი მეგობრობა!

ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს. ვინ აღწეროს მათ მიერ გაწეული ღვაწლი? ის, რომ საქართველოს ეკლესია გადარჩა, მათი ლოცვის წყალობითაც მოხდა. მამა გაბრიელის თქმით, საქართველოს თავზე გადაკვროდა ცოდვის ღრუბელი, რომელიც კაცთა ლოცვებს ზემოთ არ უშვებდა. მათ კი თავიანთი ლოცვით ეს ღრუბელი გადაყარეს. მამა იოანე ადრე გარდაიცვალა.

ერთ აღდგომის დღესასწაულზე მორწმუნეები ავიდნენ ბეთანიაში და უფლის ბრწყინვალე აღდგომა მიულოცეს მამა გიორგის. წმინდა ბერმა მათ შესჩივლა:

– ეჰ, გოგონებო, დავობლდი, მამა იოანე წავიდა ჩემგან, მარტო დამტოვა.

მორწმუნეებმა მისგან კურთხევა აიღეს, რათა მამა იოანეს საფლავზე აღდგომის ტროპარ-კონდაკი ეგალობათ. იგალობეს და უკან გაბრუნდნენ. მამა გიორგი ეკითხება:

– უგალობეთ მამა იოანეს, არ გაგცათ ხმა?

– არა.

– მე კი შემეხმიანა! როცა აღდგომის ღამეს მასთან საფლავზე გავედი, ძლისპირნი ვიგალობე და ვახარე: – მამა იოანე, ქრისტე აღსდგა-მეთქი, მიპასუხა, – ჭეშმარიტად აღსდგაო!

 

 

— karibche.ambebi.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων