06/05/2019 06/05/2019 დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მოქალაქეების აქცია გაიმართა. მათ მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეებმა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. „აქედან მოდის ჩვენი ერის ისტორია, ჩვენი სამშობლოს ისტორია. ძნელია, დღეს რომ გვედავებიან. ჩვენ გავაკეთეთ ცოცხალი ჯაჭვი პროტესტის ნიშნად“, – განაცხადა აქციის მონაწილე გიორგი ჯაფარიძემ. აქციას რაგბის კლუბ „იუნკერების“...
06 Μαΐου, 2019 - 13:46

აქციის მონაწილეებმა დავით გარეჯში ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს [ვიდეო]

Διαδώστε:
აქციის მონაწილეებმა დავით გარეჯში ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს [ვიდეო]

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მოქალაქეების აქცია გაიმართა. მათ მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდეს.

აქციის მონაწილეებმა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

„აქედან მოდის ჩვენი ერის ისტორია, ჩვენი სამშობლოს ისტორია. ძნელია, დღეს რომ გვედავებიან. ჩვენ გავაკეთეთ ცოცხალი ჯაჭვი პროტესტის ნიშნად“, – განაცხადა აქციის მონაწილე გიორგი ჯაფარიძემ.

აქციას რაგბის კლუბ „იუნკერების“ მოთამაშეები და ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლები შეუერთდნენ.

„ჩვენ აქ ძირითადად მოსალოცად ამოვედით. გვინდა, ჩვენ, ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს შეეძლოთ ამოსვლა, ამ ყველაფრის ნახვა, რაც დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა“, – განაცხადა კლუბ „იუნკერების“ მორაგბემ, ჯაბა კიკვიძემ.

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων