15 Απριλίου, 2020

აღდგომის ღამით მცირე ტაძრებში მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები იქნებიან

Διαδώστε:

მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღდგომის ღამეს ეკლესიები არ დაიხურება. თუმცა, მსახურება ჯანდაცვის სამინისტროსა და მტავრობის რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ მცირე ზომის ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები იქნებიან, დიდი ზომის ტაძრებში კი დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია.

„ეკლესიებში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნებიან პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც დაიცავენ კომენდატის საათით გათვალისწინებული ნორმებს“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

 

dogma.ge

Διαδώστε: