ამა წლის 13 ოქტომბერს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ქობულეთის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერში ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელი, ბესარიონ ბერიძე.
აქსიოს! ვულოცავთ მამა ბესარიონს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.