20/09/2019 20/09/2019 ბედიის მონასტრის გადარჩენაში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩაერთო. უნიკალური მონასტრის მდგომარეობაზე სალომე ზურაბიშვილმა იუნესკოს გენერალურ მდივანსაც მიმართა. “კურიერმა” რამდენიმე დღის წინ მოიპოვა ვიდეოკადრები, რომელშიც ბედიის სამონასტრო კომპლექსში არსებული უმძიმესი ვითარება ჩანს. ფრესკები დაზიანებულია, ხოლო წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე აღევლინება. ძეგლთა დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მონასტრის საკითხს იუნესკოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ნოემბერში დააყენებს. ,,ძეგლი მძიმე...
20 Σεπτεμβρίου, 2019 - 15:14

ბედიის მონასტერი – საქართველოს პრეზიდენტი საკითხს იუნესკოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე დააყენებს

Διαδώστε:
ბედიის მონასტერი – საქართველოს პრეზიდენტი საკითხს იუნესკოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე დააყენებს

ბედიის მონასტრის გადარჩენაში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩაერთო. უნიკალური მონასტრის მდგომარეობაზე სალომე ზურაბიშვილმა იუნესკოს გენერალურ მდივანსაც მიმართა.

“კურიერმა” რამდენიმე დღის წინ მოიპოვა ვიდეოკადრები, რომელშიც ბედიის სამონასტრო კომპლექსში არსებული უმძიმესი ვითარება ჩანს. ფრესკები დაზიანებულია, ხოლო წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე აღევლინება.

ძეგლთა დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მონასტრის საკითხს იუნესკოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ნოემბერში დააყენებს.

,,ძეგლი მძიმე მდგომარეობაშია, იქ ხარაჩოები დგას. საბედნიეროდ, არავინ არ მუშაობს, მაგრამ არ შეიძლება ესე მუდმივად გაყინულ ვითარებაში იყოს ეს პროცესი. ამიტომ ჩვენ უახლოეს დღეებში მივწერთ საგარეოს, რომ საგარეო ინსტიტუციებთან ისევ ახალი მიმართვა გაიგზავნოს. ქალბატონმა სალომემ თქვა თავისი ინიციატივა, რომ მას ექნება იუნესკოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა და იქნებ ოკუპირებულ ტერიტორიებზე პოლიტიკა შეცვალოს იუნესკომ, ანუ მოხდეს მათი ფრთის ქვეშ კონკრეტული ობიექტების აღება უფრო გამარტივებული წესით, ამაზე გვქონდა საუბარი,’’ – განაცხადა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.

ისტორიკოსი ლია ახალაძე ამბობს, რომ 88-89 წლებში ბედიის მონასტერში გაცილებით მეტი ფრესკა იყო და იმის ალბათობა, რომ არსებული უძველესი ძეგლი გაქრეს, ძალიან დიდია.

,,1988-89 წლებში ჩვენ ამ ტაძრის რესტავრაციაზე ვმუშაობდით თავის დროზე და მაშინ გაცილებით უფრო მეტი ფრესკა იყო. საშიშროება იმისა, რომ ეს ძეგლი ნელ-ნელა გაქრეს და ამ ძეგლზე ქართული კვალი წაიშალოს – ძალიან დიდია ამის ალბათობა,’’ – აცხადებს ლია ახალაძე.

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων