14 Ιανουαρίου, 2021

ბელარუსის პრეზიდენტი ბელარუსის განსვენებულ საპატიო ეგზარქოსს დაემშვიდობა

Διαδώστε:

დღეს, 2021 წლის 14 იანვარს, მინსკის სულიწმიდის სახელობის საკათედრო ტაძარში მივიდა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო.

პრეზიდენტმა პატივი მიაგო ტაძარში დასვენებულ სრულიად ბელარუსის განსვენებულ საპატიო ეგზარქოსს, ბელარუსის გმირს, მიტროპოლიტ ფილარეტს, რომელსაც, ხვალ, 15 იანვარს, თავისი ანდერძის თანახმად, ჟიროვიჩის მონასტრის ჯვართამაღლების სახელობის ტაძარში დაკრძალავენ.

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ტაძარში დახვდა სრულიად ბელარუსის ეგზარქოსი, მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ბენიამინი.

ბელარუსის პრეზიდენტმა მიუსამძიმრა საპატიო ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ფილარეტის ოჯახის წევრებს, ძმისშვილს, დეკანოზ გიორგი ვახრომეევსა და ძმისშვილის შვილს, დიაკონ ნიკოლოზ ვახრომეევს, რომლებიც რუსეთში მსახურობენ და საგანგებოდ ჩავიდნენ მინსკში.

შეგახსენებთ, რომ სრულიად ბელარუსის საპატიო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი ფილარეტი, 2021 წლის 12 იანვარს, ამსოფლიური სიცოცხლის 86-ე წელიწადს კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაიცვალა.

იგი 1978-2021 წლებში იყო ბელარუსიელი მართლმადიდებლების სულიერი ლიდერი.

 

wenews.ge

Διαδώστε: