19 Νοεμβρίου, 2020

ბენელუქსის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა კრება

Διαδώστε:

ამა წლის 17 ნოემბერს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის, მიტროპოლიტ ათინაგორას თავმჯდომარეობით დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა ბენელუქსის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა კრება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საპატრარქოს წარმომადგენელმა, ეპისკოპოსმა დოსითეოსმა და რუმინეთის საპატრიარქოს წარმოამდგენელმა, მიტროპოლიტმა იოსებმა.

კრებას ასევე ესწრებოდა მიტროპოლიტ ათინაგორას ქორეპისკოპოსი, ეპისკოპოსი იოაკიმე.

არსებული მდგომარეობისა და დისტანციურად კრების ჩატარების გამო დღის წესრიგიც შეზღუდული იყო.

კრების დასაწყისში ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტმა ათინაგორამ მღვდელმთავრებს ბენელუქსის სამ ქვეყანაში არსებული მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრების შესახებ ინფორმაციები მიაწოდა.

მღვდელმთვრებმა თავიანთი მხრივ კმაყოფილება გამოხატეს სახელმწიფოების მიერ ჯანდაცვის საკითხში განხორციელებული ზომების მიღებისთვის.

მღვდელმთვრებმა ასევე იმსჯელეს ბელგიის სახელმწიფოს მიერ ზოგადი ჩაკეტვის, ე.წ. lockdown-ის შესახებ, რის მიხედვითაც მცირე გამონაკლისების გარეშე 2020 წლის 13 დეკემბრამდე აკრძალულია ნებისმიერი სახის საეკლესიო ღვთისმსახურების აღსრულება.

კრებამ მღვდლებს მოუწოდა გააგრძელონ ავადმყოფებთან კომუნიკაცია, როგორც “მოყვასთან” და ყველა ძალა გამოიყენონ მორწმუნეთა დასახმარებლად.

მათ ასევე მორწმუნეებს მოუწოდეს დადგენილი ზომების პატივისცემისკენ, რომელიც ხელისუფლებისა და სპეციალისტების მიერ ჩამოყალიბდა.

კრების წევრებმა განსაკუთრებულად ილოცეს სერბეთის პატრიარქ ირინეოსისა და ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასიოსის მალე გამოჯანმრთელებისთვის, ასევე ყველა იმ დაავადებულისათვის, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა. პარალელურად გულისხმიერი მადლობა გადაუხადეს ყველა ექიმს თავდაუზოგავი შრომის გამო.

სხდომის დასასრულს მონაწილე მღვდელმთავრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ვითარება დასტაბილურდება და ბენელუქსის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა კრება არა დისტანციურად, არამედ ძველებურად, ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება.

შემდეგი სხდომა 2021 წლის 15 ივნისს ჩაინიშნა.

მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა სინოდური შეკრებანი დაარსდა IV პანორთოდოქსული წინასაკრებო შეხვედრის განჩინების თანახმად 2009 წლის ივნისში, რომელიც 2016 წელს წმიდა და დიდმა კრებამ დაამტკიცა.


იხილეთ მიღებული და დამტკიცებული დოკუმეტი დიასპორული ეპარქიების მართვის შესახებ:

მართლმადიდებლური დიასპორა

1. . დადასტურებულია, რომ ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის სურვილია, გადაწყდეს მართლმადიდებლური დიასპორის საკითხი სწრაფად, მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის თანახმად და მართლმადიდებელი ეკლესიის გადმოცემის წესის მიხედვით.

. დადასტურებულია, ასევე, რომ მოცემულ ეტაპზე ისტორიული და სამოძღვრო მიზნებისათვის არ არის საჭირო მკაცრად განისაზღვროს ერთი ეპისკოპოსი ერთ ადგილას. გადაწყდა, რომ დაცულ იქნეს ის მითითებები, რაც მე-4 პროსინოდალურ საყოველთაო მართლმადიდებლურ შეკრებაზე იქნა მიღებული, სანამ არ დადგება  დრო და არ მომწიფდება საკითხი კანონიკური აკრიბიის განხორციელებისთვის.

2. . საეპისკოპოსო კრებები ქვემოთ ჩამოთვლილ რეგიონებში შეკრებენ ყველა იქ მყოფ კანონიკურად აღიარებულ ეპისკოპოსს, რომლებიც ემორჩილებიან იმ კანონიკურ იურისდიქციას, რომელსაც დღეს წარმოადგენენ.

ამ კრებებს შეადგენენ ცალკეული რეგიონის ეპისკოპოსები, რომლებიც კანონიკურ ურთიერთობაში არიან მართლმადიდებელ ეკლესიებთან. მათ თავმჯდომარეობას გასწევს კონსტანტინეპოლის ეკლესიას დაქვემდებერებული მღვდელმთავარი, ხოლო მისი არყოფნისას – სხვა, დიპტიხის რიგის მიხედვით. მათ ექნებათ აღმასრულებელი კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან სხვადასხვა იურისდიქციის პირველი იერარქები, რომლებიც რეგიონში იმყოფებიან.

. ამ კრებების ეპისკოპოსთა საქმე და პასუხისმგებლობა იქნება ზრუნვა მართლმადიდებლობის ერთიანობის წარმოსაჩენად და საერთო მოქმედება, რეგიონში მცხოვრები მართლმადიდებლებისათვის სამოძღვრო მსახურების გაწევა, საერთო წარმომადგენლობითობა სხვა აღმსარებლობების წინაშე, მუშაობა თეოლოგიური და საეკლესიო განათლებისთვის და სხვ. ამ თემებზე გადაწყვეტეილებები მიიღება ყველა იმ ეკლესიის თანხმობით, რომელიც კრების წევრია.

3. რეგიონებისადაც საწყის ეტაპზე ეპისკოპოსთა კრებები გაიმართებაარის:

I კანადა
II  ამერიკის შეერთებული შტატები
III  სამხრეთ ამერიკა
IV  ავსტრალია, ახალი ზელანდია
V  დიდი ბრიტანეთი, ირლანდია
VI  საფრანგეთი
VII  ბელგია, ჰოლანდია, ლუქსემბურგი
VIII  ავსტრია
IX  იტალია, მალტა
X  შვედეთი, ლიხტენშტეინი
XI  გერმანია
XII  სკანდინავიის ქვეყნები
XIII ესპანეთი, პორტუგალია

4. დიასპორის ის ეპისკოპოსები, რომლებიც იქ მსახურობენ და სხვა რეგიონებშიც აქვთ ეპარქიები, იქნებიან იმ ეპარქიების საეპისკოპოსოების წევრებიც.

5. საეპისკოპოსო კრებები წევრ ეპისკოპოსებს არ ართმევენ შესაბამის მმართველობით და კანონიკური ხასიათის ფუნქციას და არც ზღუდავენ მათ მოვალეობას დიასპორაში. საეპისკოპოსო კრება განიხილავს   მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო პოზიციას გარკვეულ საკითხებზე და  არანაირად არ უშლის ხელს წევრ ეპისკოპოსებს, საკუთარი აზრი გამოხატონ გარესამყაროს, ხალხის წინაშე.

6. საეპისკოპოსო კრების თავმჯდომარეები იწვევენ და წარმართავენ ეპარქიის ეპისკოპოსთა საერთო კრებებს (ლიტურგიკულ, სამოძღვრო, მმართველობით და სხვ.). თუ საკითხი საერთო განხილვას ექვემდებარება, თავმჯდომარე მიმართავს მსოფლიო პატრიარქს ფართო საყოველთაო მართლმდიდებლური განხილვისათვის.

7. მართლმადიდებელი ეკლესიები შეთანხმებულნი არიან, რათა არ გადაუხვიონ და შემთხვევითი ქმედებით ზიანი არ მიაყენონ ზემოთ მოყვანილ წესს დიასპორის თემის კანონიკურ გადაწყვეტაში, როგორიც არის მღვდელმთავრებისთვის ტიტულის მინიჭება; რათა ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ საეპისკოპოსო კრებებს გაუადვილდეთ მოქმედება და აღდგეს სრულყოფილი კანონიკური წესი დიასპორაში.

მართლმადიდებელ დიასპორაში ეპისკოპოსთა კრების მოქმედების წესი

სტატია 1

1. თითოეული რეგიონის მართლმადიდებელი ეპისკოპოსები, რომლებიც დადგენილნი არიან   მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების მიერ და კანონიკურად უკავშირდებიან ადგილობრივ მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიებს, შეადგენენ ერთ  საეპისკოპოსო კრებას (ასამბლეას.)

2. საეპისკოპოსო კრების წევრები არიან საზღვრებს გარეთ მყოფი მართლმადიდებელი  ეპისკოპოსები, რომლებიც ასრულებენ სამოძღვრო მსახურებას  რეგიონის ეპარქიებში.

3. პენსიაზე გასული  და რეგიონში სტუმრად მყოფი ეპისკოპოსებიც მანამ, სანამ ასრულებენ (1) პარაგრაფის წინაპირობებს, შესაძლებელია მიწვეულ იქნენ კრებაში მონაწილეობისთვის, ხმის უფლების გარეშე.

სტატია 2

საეპისკოპოსო კრების მიზანია წარმოაჩინოს  მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა, ხელი შეუწყოს ეკლესიათა შორის ურთიერთთანამშრომლობას სამოძღვრო მსახურების  ყველა სფეროში, შეინარჩუნოს, დაიცვას და განავითაროს შესაბამისი გაერთიანებები, რომლებიც ემორჩილებიან რეგიონის კანონიკურ  მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს.

სტატია 3

საეპისკოპოსო კრებას ჰყავს აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც შედგება რეგიონის კანონიკურ ეკლესიათა პირველი (უპირატესი) ეპისკოპოსებისაგან.

სტატია 4

1. საეპისკოპოსო კრებას და აღმასრულებელ კომიტეტს ჰყავს ერთი პრეზიდენტი, ერთი ან ორი ვიცეპრეზიდენტი, მდივანი, მოლარე და საკრებულოს მიერ დადგენილი  სხვა თანამშრომლები.

2. პრეზიდენტი არის ex officio (უფლების გარეშე) მსოფლიო საპატრიარქოს ეპისკოპოსთაგან პირველი, დიპტიხში მისი ადგილის გამო. საეპისკოპოსო კრების პრეზიდენტი იწვევს შეკრებებს, წარმართავს მათ მუშაობას, ატარებს საეკლესიო მსახურებას თანამწირველებთან ერთად. საკითხები, რომლებსაც განიხილავს საეპისკოპოსო კრება, მისი პრეზიდენტი (ან მისი შემცვლელი სხვა წევრი) ხელისუფლების, სხვა გაერთინებების ან სხვა რელიგიური ორგანიზაციების წინაშე, წარდგენილი უნდა იყოს მართლმადიდებელ ეკლესიათა საერთო პოზიციის თანახმად.

3. ვიცე პრეზიდენტები განისაზღვრებიან (დგინდებიან) ex officio კრების  წევრი ეპისკოპოსებისა და დანარჩენ  ეკლესიათა თანხობის საფუძველზე, დიპტიხში მათი ადგილების თანმიმდევრობის მიხედვით. მდივანს, მოლარეს და სხვა თანამშრომლებს ირჩევს კრება. სასურველია, ეს წევრები საეპისკოპოსო ხარისხის არ იყონ.

სტატია 5

1. საეპისკოპოსო კრების მოვალობებია:

ა. იზრუნოს  და იმოქმედოს რეგიონის მართლმადიდებელი ეკლესიის  ერთიანობის შესანარჩუნებლად მისი თეოლოგიური, ეკლესიოლოგიური, კანონიკური, სულიერი, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და   მქადაგებლური (იერაპოსტოლური) მოვალეობების შესაბამისად;

ბ. საერთო ინტერესის გამომხატველი აქტივობების კოორდინაცია და განვითარება სამოძღვრო, კატეხიტიკური, ლიტურგიკული ცხოვრების, რელიგიური გამოცემების, მასმედიასთან ურთიერთობების, საეკლესიო განათლების და სხვა სფეროებში;

გ. სხვა აღმსარებლობების და სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან კონტაქტები;

დ. ყოველივე, რაც წარმოადგენს  მართლმადიდებელი ეკლესიის მოვალეობას საზოგადოებასთან და ხელისუფლებასთან ურთიერთობებში;

ე. კანონიკურ საფუძველზე რეგიონის მართალმდიდებელთა კავშირის გეგმის მომზადება.

2. მოვალეობების სფეროს განსაზღვრა არანაირად არ ნიშნავს თითოეული ეპისკოპოსის უფლებამოსილებაში ჩარევას ეპარქიის შიგნით და მისი ეკლესიის უფლების შეზღუდვას, რაც გულისხმობს ურთიერთობებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებებთან, მასმედიის საშუალებებთან, სხვა აღმსარებლობებთან, სახლმწიფო და რელიგიურ ორგანიზაციებთან და სხვა რელიგიურ კავშირებთან.

საეპისკოპოსო კრებას სპეციალურ ენობრივ, საგანმანათლებლო თუ სამოძღვრო საკითხებთან დაკავშირებით შეუძლია ითანამშრომლოს საეკლესიო ხელისუფლებასთან საეკლესიო მიზნებისათვის და მრავალფეროვანი ეროვნული ტრადიციების გამო, რათა დაადასტუროს მართლმადიდებლობის  ერთიანობა რწმენითა და სიყვარულის ერთობით.

სტატია 6

1. ეპისკოპოსთა კრება იღებს და ადგენს ეპარქიის ეპისკოპოსთა არჩევის წესს და განწესებს მათ ადგილობრივ ავტოკეფალიურ ეკლესიებში.

2. განსაზღვრავს კანონიკურ იურისდიქციას იმ ადგილობრივი დიასპორებისა, რომლებიც არ განეკუთვნებიან არც ერთი წმიდა ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებს.

სტატია 7

1. საეპისკოპოსო კრება იმართება წელიწადში ერთხელ მაინც პრეზიდენტის მოწვევით. შეკრება შედგება, აღმასრულებელი კომიტეტის ან კრების მონაწილეთა 1/3-ის მოთხოვნის შემთხვევაში.

2. კრება გაიმართება სამ თვეში ერთხელ, ან იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროება მოითხოვს, პრეზიდენტის მოწვევით, ან წევრთა 1/3-ის წერილობითი მოთხოვნით.

3. ეპისკოპოსთა კრების მოწვევის შესახებ უწყება, თუ არ არის განსაკუთრებული მიზეზი, იგზავნება ორი თვით ადრე, აღმასრულებელი კომიტეტის  შეკრების შესახებ კი – ორი კვირით ადრე; ასევე, იგზავნება განსახილველ თემათა (დღის წესრგი) ჩამონათვალი. დღის წესრიგი უნდა დამტკიცდეს კრების პირველ დღეს, არ უნდა შეიცვალოს არდამსწრე წევრთა გამო და მიღებულ უნდა იქნეს ხმათა უმრავლესობით.

 სტატია 8

აღმასრულებელი  კომიტეტი  უფლებამოსილია, თუ ესწრება წევრთა 2/3, კრება შედგება მის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის დასწრებისას კრების პრეზიდენტის  ჩათვლით. 

სტატია 9

ეპისკოპოსთა კრება გაიმართება მართლმადიდებლური სინოდალური მმართველობის ტრადიციის თანახმად და წარმართავს პრეზიდენტი, რომელსაც გადაწყვეტილების მიღებისას აქვს მაკონტროლებლის პასუხისმგებლობა.

სტატია 10

1. ეპისკოპოსთა კრება გადაწყვეტილებას იღებს ერთხმად.
2. ეპისკოპოსთა კრების კრიზისის დროს კრების წინაშე წარდგენილ ზოგადი ინტერესების გამომხატველ საკითხებს, თუკი ისინი მსოფლიო მართლმადიდებლური ხასიათისაა, პრეზიდენტი საყოველთაო განხილვისათვის წარუდგენს მსოფლიო პატრიარქს.

 სტატია 11

1. საეპისკოპოსო კრების გადაწყვეტილებით შესაძლებელია შედგეს კომისიები მქდაგებლური, ლიტურგიკული, სამოძღვრო, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, საყოველთაო და სხვა შინაარსის თემათა განსახილეველად, რომელთაც თავჯდომარეობას გაუწევს ერთ-ერთი წევრი ეპისკოპოსი.
2. ამ კომისიების წევრები შეიძლება იყონ სამღვდელო და საერო პირები, ვისაც დაადგენს აღმასრულებელი კომიტეტი. მრჩევლები საეპისკოპოსო კრებებზე  შეიძლება მოწვეულ იქნენ ხმის უფლების გარეშე.

 სტატია 12

საეპისიკოპოსო კრებას  შეუძლია, ზემოთ აღნიშნული წესის შესასრულებლად,   შეცვალოს და დაადგინოს საგარეო კანონიკური განაწესი ეპარქიის საჭიროების მიხედვით მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური განსაზღვრების შესაბამისად.

ყველა კანონიკური და ეკონომიკური საკითხი, რომლებიც კრების მუშაობისას განიხილება, წყდება იმ ეპარქიების სახელისუფლებო კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც კრების წევრები ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას.

სტატია 13

არსებული (მოქმედი) საეპისკოპოსო კრების რაიმე ახალი სახის ორგანიზება, სეგმენტაცია, გაუქმება ან შერევა ხდება მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების კრებაზე, რომელიმე ეკლესიის თხოვნით კრებისადმი ან მსოფლიო პატრიარქისადმი.

wenews.ge
Διαδώστε: