26/07/2019 26/07/2019 ბერძნულენოვანი საინფორმაციო სააგენტო “ΟΡΘΟΔΟΞΙΑ” ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ხრისტოს კარაიანისის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც იგი საუბრობს საქართველოში ვიზიტზე. იგი საქართველოს ეკლესიას ახასიათებს როგორც მრავალრიცხოვანი მრევლის მქონე ეკლესიას, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ახალ ტაძართა მშენებლობა, რათა აღმოიფხვრას საბჭოთა მმართველობის პერიოდში ეკლესიისათვის მიყენებული ზარალი. მისივე თქმით, საქართველო უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა და მის სიწმინდეებს უამრავი უცხოელი მართლმადიდებელი სტუმრობს მოსალოცად, რაც...
26 Ιουλίου, 2019 - 14:23
Τελευταία ενημέρωση: 26/07/2019 - 15:26

ბერძნულენოვანი საინფორმაციო სააგენტო “ΟΡΘΟΔΟΞΙΑ” ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ხრისტოს კარაიანისის ინტერვიუს აქვეყნებს

Διαδώστε:
ბერძნულენოვანი საინფორმაციო სააგენტო “ΟΡΘΟΔΟΞΙΑ” ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ხრისტოს კარაიანისის ინტერვიუს აქვეყნებს

ბერძნულენოვანი საინფორმაციო სააგენტო “ΟΡΘΟΔΟΞΙΑ” ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ხრისტოს კარაიანისის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც იგი საუბრობს საქართველოში ვიზიტზე.

იგი საქართველოს ეკლესიას ახასიათებს როგორც მრავალრიცხოვანი მრევლის მქონე ეკლესიას, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ახალ ტაძართა მშენებლობა, რათა აღმოიფხვრას საბჭოთა მმართველობის პერიოდში ეკლესიისათვის მიყენებული ზარალი. მისივე თქმით, საქართველო უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა და მის სიწმინდეებს უამრავი უცხოელი მართლმადიდებელი სტუმრობს მოსალოცად, რაც მისი საქართველოში ვიზიტისას შენიშნა. ინტერვიუში ასევე მონაწილეობდნენ წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის თეოლოგიური ცენტრის ათენში მყოფი ქართველი სტუდენტები, რომელთაც ისაუბრეს პროფესორ კარაიანისის საქართველოში ვიზიტზე და მის მიერ ჩატარებულ საჯარო ლექციაზე – “იერუსალიმის ქართული საგანძური”. მათ ასევე მადლობა გამოხატეს საქართველოსა და საბერძნეთის ადგილობრივ ეკლესიათა მიმართ, იმისათვის, რომ მიეცათ ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლის საშუალება.

პროფესორი კარაიანისი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოწვევით საქართველოში 7-13 მაისს იმყოფებოდა, მან საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში წაიკითხა საჯარო ლექცია იერუსალიმის ქართული საგანძურის შესახებ. საქართველოს საპატრიარქოში იგი, ასევე, შეხვდა უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ეს, ქართველ მღვდელთმთავრებსა და სასულიერო პირებს და პირადად ესაუბრა მაცხოვრის საფლავზე დაცულ ქართულ საგანძურზე, რომელიც მან 90-იან წლებში იერუსალიმში ყოფნისას შეისწავლა. პატრიარქმა და პროფესორმა სამახსოვრო საჩუქრებიც გაცვალეს.

მართლმადიდებლური სიახლეები / Orthodox news

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων