18/06/2019 18/06/2019   ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია რელიგიური ტურიზმის წასახალისებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში საქართველოს წმინდა ადგილებს შეიტანს, – აღნიშნული განცხადება ბულგარეთის პატრიარქმა ნეოფიტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ირაკლი კობახიძემ ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი მასპინძელი ქვეყნის ეკლესიის წინამძღოლთან შეხვედრით დაასრულა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ბულგარეთის პატრიარქმა ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობასა და ძმურ ურთიერთობებზე ისაუბრეს....
18 Ιουνίου, 2019 - 13:47

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოსალოცი წმინდა ადგილების სიაში საქართველოსაც შეიტანს

Διαδώστε:
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოსალოცი წმინდა ადგილების სიაში საქართველოსაც შეიტანს

 

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია რელიგიური ტურიზმის წასახალისებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში საქართველოს წმინდა ადგილებს შეიტანს, – აღნიშნული განცხადება ბულგარეთის პატრიარქმა ნეოფიტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

ირაკლი კობახიძემ ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი მასპინძელი ქვეყნის ეკლესიის წინამძღოლთან შეხვედრით დაასრულა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ბულგარეთის პატრიარქმა ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობასა და ძმურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. პატრიარქმა ნეოფიტმა ხაზგასმით აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ღვაწლი და განაცხადა, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მართლმადიდებელი სამყაროში გამორჩეული ფიგურაა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων