29/09/2019 29/09/2019 -კახეთის მთის კალთის ველზედ, ალაზნის დასავლის მხარეს, არის დიდშენი, ზღუდე-პალატებიანი და გუმბათიანი ეკლესის, რომელსაც ჰქვიან ალავერდი. ამან მიიღო სახელი ალავერდის გამო, რადგანაც არის ალონ-გვერდს, მხოლოდ მურვან-ყრუს შემდეგ ამას უწოდეს “ალავერდი”, რაიცა ნიშნავს ღმერთმა მომცა. ეს ეკლესია აღაშენა წმინდა იოსებმან, რომელიც იყო ათცამეტ მამათაგანი და ჰყო პირველად წმიდა გიორგის მონასტრად… მამა იოსები, შემდეგ წოდებული ალავერდელად, ამავე...
29 Σεπτεμβρίου, 2019 - 13:57

გაზეთი “დროება” (1884წ. N118) ალავერდის შესახებ გვამცნობს:

Διαδώστε:
გაზეთი “დროება” (1884წ. N118) ალავერდის შესახებ გვამცნობს:

-კახეთის მთის კალთის ველზედ, ალაზნის დასავლის მხარეს, არის დიდშენი, ზღუდე-პალატებიანი და გუმბათიანი ეკლესის, რომელსაც ჰქვიან ალავერდი. ამან მიიღო სახელი ალავერდის გამო, რადგანაც არის ალონ-გვერდს, მხოლოდ მურვან-ყრუს შემდეგ ამას უწოდეს “ალავერდი”, რაიცა ნიშნავს ღმერთმა მომცა. ეს ეკლესია აღაშენა წმინდა იოსებმან, რომელიც იყო ათცამეტ მამათაგანი და ჰყო პირველად წმიდა გიორგის მონასტრად… მამა იოსები, შემდეგ წოდებული ალავერდელად, ამავე ტაძარშია დასაფლავებული მარცხენა მხარეს. ამ ეკლესიის დღეობა მოდის წელიწადში ორჯერ: ერთი სექტემბრის 14-ს, ჯვართამაღლების დღეს, და მეორეც ნოემბრის ათს, წმიდა გიორგის დღეობას. მთელი კახეთი და თითქმის მთელი ქართლიც, თუ არა ვსცდებით, თორმეტს სექტემბერს ჯვართამაღლების მაგიერ უწოდებენ ალავერდობას.

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων