17/01/2021 17/01/2021 საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომიტეტის წევრები გელათში ვიზიტით იმყოფებოდნენ. ისინი ძეგლზე რამდენიმე წლის წინ დაწყებულ სარესტავრაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ვიზიტის შემდეგ, ქუთაისის ეროვნული არქივის შენობაში გელათის მონასტრის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე კომიტეტის სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა მოისმინეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკა ანთიძის მოხსენება და რესტავრატორ...
17 Ιανουαρίου, 2021 - 19:28

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომიტეტის წევრები გელათში იმყოფებოდნენ

Διαδώστε:
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომიტეტის წევრები გელათში იმყოფებოდნენ

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომიტეტის წევრები გელათში ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ისინი ძეგლზე რამდენიმე წლის წინ დაწყებულ სარესტავრაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ვიზიტის შემდეგ, ქუთაისის ეროვნული არქივის შენობაში გელათის მონასტრის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე კომიტეტის სხდომა გაიმართა.

დეპუტატებმა მოისმინეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკა ანთიძის მოხსენება და რესტავრატორ კახა ტრაპაიძის შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

კომიტეტის სხდომას ასევე ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები და დარგის დამოუკიდებელი სპეციალისტები. შეხვედრის დიდი ნაწილი გამოსავლის შესახებ მსჯელობას დაეთმო.

 

— imedinews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων